საერო სკოლა "ალბიონი"

მთავარი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონის" მისია

1996 წლიდან მუდმივი განახლებისა და განვითარების გზით სკოლა “ალბიონის” პედაგოგიური კოლექტივი წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას დაწყებით, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების შესასრულებლად.

სკოლის წარმატებული მუშაობის მთავარი გარანტი გახდა თავიდანვე სწორად არჩეული პრიორიტეტები, აკადემიური ცოდნის ხარისხის მუდმივ ამაღლებაზე ზრუნვა, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის მეტი შესაძლებლობები, სტანდარტსზევით საგნების სწავლება, ზრუნვა მოსწავლეთა სწორი აღზრდისა და ჰარმონიული განვითარებისათვის.

სკოლის სასწავლო გეგმა მუდმივად განიცდის სრულყოფას დროის მოთხოვნებისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. იგი მოიცავს ეროვნულ სასწავლო გეგმას (სახელმწიფო სტანდარტს) და სტანდარტსზევით საგნების ბლოკს, რომლის სრულყოფილად განხორციელება შესაძლებელი ხდება დაარსების დღიდან ექვსდღიანი სწავლების პირობებში.

სკოლაში გაღრმავებულად ისწავლება მშობლიური ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა. მათემატიკას დამატებული აქვს საათები.

სკოლის დაარსებიდან დაწყებითი კლასები მუშაობენ საგნობრივი პრინციპით. I-XII კლასებს ჰყავს აღმზრდელი, რომლის შეცვლა ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებთან ერთად ისწავლება სტანდარტსზევით საგნები: მეტყველების კულტურა (I-IVკლ.), ქცევის კულტურა (I-Vკლ.), რითმიკა (I-IVკლ.), ჭადრაკი (II-VIკლ.), სახალისო მათემატიაკა (V-VIკლ.), ფსიქოლოგის საათი (VI-VIIIკლ.), ზოგადი უნარები (IX-XIIკლ.), ისტ (VII-IXკლ.), რუსული ენა III კლასიდან.

სკოლა “ალბიონის” წარმატებული მუშაობის მნიშვნელოვანი ბერკეტია სწორი საკადრო პოლიტიკა. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დაკომპლექტებულია ძირითადად ახალგაზრდა კადრებით, რომლებიც ღვაწლმოსილ პედაგოგებთან ერთად ნაყოფიერად მუშაობენ და წარმატებებს აღწევენ მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში. პედაგოგიურ კოლექტივში დღეისათვის 16 სერთიფიცირებული მასწავლებელია, 4 მეცნიერებათა დოქტორი.  

პედაგოგიური კოლექტივის მუშაობის შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სკოლის კურსდამთავრებულთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მაჩვენებელი. ყოველწლიურად სკოლის ყველა კურსდამთავრებული წარმატებით ირიცხება ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში 100%, 70% და 50% სახელმწიფო გრანტებით.

სკოლაში მუშაობს გახანგრძლივებული დღის ჯგუფი, კალათბურთის სექცია, ქართული ხალხური ცეკვისა და ლიტერატურის წრე.

2011 წელს სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და ბრენდირება (9 ვარსკვლავი). 2012 წელს მიენიჭა "წლის საუკეთესო კერძო სკოლის" ტიტული.

სკოლა “ალბიონის” პედაგოგიური კოლექტივი, როგორც ერთი დიდი ოჯახი მუდმივად სიახლეების ძიებაშია, რათა წარმატებით განახორციელოს უმნიშვნელოვანესი მისია, “ალბიონი” სიკეთისა და ცოდნის ტაძარი.