საერო სკოლა "ალბიონი"

მოსწავლეთა მიღების წესები

MAIN » მოსწავლეთა მიღების წესები

მ ო ს წ ა ვ ლ ე თ ა  მ ი ღ ე ბ ი ს   წ ე ს ე ბ ი

1.სკოლის პირველ კლასში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდათ 6 წელი.

2.სკოლის V-XII კლასებში ჩაირიცხებიან სხვა სკოლებიდან გადმოსული მოსწავლეები სამ საგანში (მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა) გასაუბრების შედეგად.  მოსწავლეები I-IV კლასებში მიიღებიან გასაუბრების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის კლასში მოსწავლეთა რაოდენობა შინაგანაწესით დადგენილ ნორმატივზე (20) ნაკლებია.

3.გამონაკლისის სახით, გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, ნორმატივის ზევით სკოლაში ჩაირიცხებიან მოსწავლეები, რომელთა და-ძმა სწავლობს სკოლა “ალბიონში” ან ის მოსწავლე, რომელიც საპატიო მიზეზით გადასული იყო სხვა სკოლაში.

4.სკოლის I კლასში ჩასარიცხად მოსწავლეთა მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) წარმოადგენენ შემდეგ საბუთებს:

განცხადება სკოლის დამფუძნებლის (დირექტორის) სახელზე;

ორი ფოტოსურათი (3/4);

ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი) და ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ბავშვის სამედიცინო ცნობა;

არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი; 

მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები;

5.I-XII კლასებში სხვა სკოლიდან გადმოსულ მოსწავლეთა მიღება ხდება შემდეგი   საბუთების საფუძველზე:

  • განცხადება სკოლის დამფუძნებლის (დირექტორის) სახელზე;
  • მოსწავლის პირადი საქმე;
  • სკოლის დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული მიმდინარე შეფასება ყველა საგანში, საგნების წლიური შეფასებები და საფეხურის დამთავრების ქულა;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სკოლის დირექტორის ბრძანების ამონაწერი მოსწავლის სიიდან ამოღების შესახებ;
  • სამედიცინო ცნობა.

6.სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) გააცნოს სკოლის შინაგანაწესი.

7.მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება სკოლის დამფუძნებლის (დირექტორის) ბრძანებით, დადებითი საბოლოო აკადემიური შედეგებისა და სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოცდების შედეგების საფუძველზე (V-XI კლასები). შეფასების ათქულიანი სისტემით მოსწავლის წარმატების მინიმალურ ბარიერად ითვლება საგანში სემესტრული, წლიური, საერთო წლიური და საფეხურის შეფასება “5.0” ქულა.