საერო სკოლა "ალბიონი"

ონლაინ შეხვედრა მშობლებთან

» news » 148 » ონლაინ შეხვედრა მშობლებთან

   

2021 წლის 10 თებერვალი

ონლაინ შეხვედრა მშობლებთან:

 

1.    სკოლა „ალბიონი" კონტაქტურ  (სკოლის შენობაში მიმდინარე) სასწავლო პროცესს განაახლებს 2021 წლის 15 თებერვლიდან

2.    სკოლა ირჩევს   ჰიბრიდული    სწავლების მოდელს ეს არის დისტანციური სწავლების მოდელი, ელექტრონული სწავლების ფორმით,  რომელიც გულისხმობს სწავლებას, როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურადაც. ამისათვის სკოლა მოსწავლეთა მშობლების განცხადებების საფუძველზე უზრუნველყოფს კლასების მიხედვით მოსწავლეთა ჯგუფების ორგანიზებას იმგვარად, რომ კონტაქტურ სწავლებაში ჩართულ მოსწავლეთა ჯგუფებს ცხრილის შესაბამისად სასკოლო სივრცეში ჩაუტარდეთ გაკვეთილები დღის პირველ ნახევარში, ხოლო დისტანციურ  სწავლებაზე გადასულ მოსწავლეთა ჯგუფებს, დღის მეორე ნახევარში ჩაუტარდეთ ონლაინგაკვეთილები     მასწავლებელთა  ფიზიკური შესაძლებლობების  (დრო, დატვირთვა და ა.შ.) გათვალისწინებით.    ამასთან, კონკრეტულ საგანში დისტანციური სწავლების განხორციელების უფლება აქვს, როგორც კონკრეტული კლასის საგნის/საგნების მასწავლებელს, ასევე ამავე სკოლის შესაბამისი საგნის სხვა მასწავლებელს;

3.    სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყება 9.30 საათზე

4.    გაკვეთილების ცხრილი უცვლელია და შეესაბამება კლასის აღმზრდელების მიერ  მეორე სემესტრის დასაწყისში თქვენთვის მოწოდებულ საგაკვეთილო განრიგს. ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ მოგეწოდებათ დაუყოვნებლივ.

5.    სკოლას აქვს ორი ცენტრალური შემოსასვლელი, შემოსვლა იწარმოებს მოსწავლისა და მისი მშობელის არჩევანის შესაბამისად.   სკოლის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი პირები უზრუნველყოფენ  ნაკადის კონტროლს  უსაფრთხო დისტანციის  დაცვით.  შემომსვლელი  დეზობარიერის გავლით, მოახდენს ხელების  დამუშავებას  სადეზინფექციო  სითხით  და  გაივლის თერმოსკრინინგს შემოსასვლელში დამონტაჟებული ვიდეოსკრინინგის აპარატის საშუალებით.

6.    დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის ან/და დისტანციური სწავლებიდან დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების მიზნით მშობელი განცხადებით მიმართავს სკოლის დირექტორს  (კლასის აღმზრდელის შეტყობინების შემდეგ)

7.    სკოლა ახორციელებს მოსწავლეთა (კონტაქტურ და დისტანციურ) გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.    ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებამდე, სასკოლო   წრეების  ფუნქციონირება   შეჩერებულია.

9.    კვება სკოლის შენობაში - ვინაიდან დროებით შეჩერებულია ბუფეტების ფუნქციონირება, რეკომენდებულია მოსწავლემ თან იქონიოს საკვები ლანჩ-ბოქსით და ინდივიდუალური სასმელი წყალი  ბოთლით, რომელზეც მითითებული   იქნება   მისი   სახელი   და   გვარი.

10.    V-XII  კლასების მოსწავლეებისათვის  სავალდებულოა   სკოლაში პირბადით სიარული, სასურველია, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დასარეგულირებლად თან იქონიონ დამატებითი პირბადე (რეზერვი).

11.    I-IVკლასების მოსწავლეები სკოლაში პირბადით ივლიან მშობლის გადაწყვეტილების შესაბამისად ( თავად სკოლა რეკომენდაციას უწევს პირბადის ტარებას ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისათვის).

12.    მშობელი ვალდებულია ინფორმაცია  მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის    მიზეზის  შესახებიმავე დრის პირველ ნახევარში  მიაწოდოს კლასის აღმზრდელს .

13.    როგორც კონტაქტური, ისე დისტანციური სასწავლო პროცესის  პერიოდულ მონიტორინგს აწარმოებს   სკოლის ადმინისტრაცია.  

14.    მშობლებთან კომუნიკაცია იწარმოებს დისტანციურად. აუცილებლობის შემთხვევაში  შესაძლებელია მშობლის დაშვება სკოლის შენობაში შესაბამისი დეზობარიერების, თერმოსკრინინგისა და დაცვის სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ.

P.S. მშობელთა სურვილის გათვალისწინებით  I-IVკლასის მოსწავლეებისათვის 18.00 საათამდე იმუშავებს გახანგრძლივებული დღის ჯგუფი. ვინაიდან შექმნილი სიტუაციის გამო   ბუფეტი არ იმუშავებს, მოსწავლეებმა თან უნდა იქონიონ ლანჩბოქსი და სასმელი  წყალი. დღის ბოლოს მოსწავლეთა სახლებში გადაყვანა შესაძლებელია სკოლის ავტობუსით.

მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:

!     ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერმიწოდებულ ინფორმაციას.

!     სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და37O და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არგაუშვას სკოლაში.

!     ცხელების ანსხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას.

!     უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში.

!     სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა.

!     სურვილის მიხედვით უზრუნველყოს მოსწავლე საკვებით.

!     უზრუნველყოს მოსწავლის პირბადით, სასმელი წყლითა და სურვილის შემთხვევაში ე.წ. ლანჩბოქსით გამოცხადება.


ინფორმაცია  სკოლის მზადყოფნის თაობაზე:

1.    სკოლის შენობის ორივე შესასვლელში მოთავსებულია დეზობარიერი, შესაბამისი ნიშნის მითითებით.  ხელის დეზინფექციისათვის სკოლას მომარაგებული აქვს არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებები და დისპენსერები , რომელიც განათავსებულია დაწესებულების შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაცი ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი,სამასწავლებლო, სასადილო და სხვ.),ყოველ სართულზე გამოიკრულია ხელების დეზინფექციის ინსტრუქცია. ასევე ყველა კლასი უზრუნველყოფილია 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებები.

2.    უზრუნველყოფილია სანიტარიულ კვანძში სისუფთავის დაცვა. წინასწარ განსაზღვრულია სანიტარიული კვანძების დასუფთავების პერიოდულობა და წესი. ყველა დამლაგებელი აწარმოებს დეზინფექციის აღრიცხვის ჟურნალს.სანიტარიული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა-დადეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არა ნაკლებ დღეში 2-ჯერ; სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" მიერ რეგისტრირებული საშუალებები. სველი წერტილების მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალა თან ერთვის წერილს.  იხ.დანართი N1

3.    სკოლის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა პჯრ და სწრაფი ტესტირება...

4.    სასწავლო პროცესი ერთცვლიანია, შესვენების ხანგრძლივობა არის არაუმეტეს 10 წუთისა;  შესვენების დროს გაწერილია დერეფანში გამომსვლელი კლასების მორიგეობის განრიგი. იხ.დანართი  N2.

5.    სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა I-IV კლასის მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე,მათ შორის დასვენებების  პერიოდში;

6.    დამლაგებლები და  ექიმის ოთახი აღჭურვილია სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული დანართ N 37-ით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესაბამისად.

7.    სასწავლო პროცესის დაწყებამდე სამუშაოს დაწყების წინ ხორციელდება ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი ტემპერატურის გაზომვით, რათა გაკონტროლდეს, როგორც მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დისტანციური თერმომეტრისა და ვიდეოსკრინინგის საშუალებით; პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1 მეტრიან დისტანციას; თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, სკოლის შესასვლელში უზრუნველყოფილია მოსაცდელი სივრცე, სადაც განხორციელდება ვერცხლისწყლის თერმომეტრით ტემპერატურის გაზომვა 15 წუთიან შუალედში. დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები აღირიცხება შესაბამის ფორმაში. ყოველი გამოყენების შემდეგ ვერცხლისწყლის თერმომეტრის დამუშავება ხდება სადეზინფექციო ხსნარით;

8.    გახანგრძლივებული დღის ჯგუფის რეჟიმის  დაწყებამდე, გაკვეთილების  შემდგომ გამოიყენებულ იქნება სანიტარიული შესვენება (განიავება,  დასუფთავება სველი წესით - ნატრიუმის ჰიპოქლორიტით (0,1 %-იანი ხსნარით დამუშავება) არანაკლებ ნახევარი საათისა;
 
 
 

დანართი N 2

არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის"

დღის რეჟიმი

 

 

N

 

 

III -XII კლასები

 

კლასები

 

II კლასები

 

1

 

 

9.30 – 10.15

 

9.30 – 10.05

 

9.30 – 10.10

 

2

 

 

10.25 – 11.10

 

10.25 – 11. 00

 

10.25 – 11.05

 

3

 

 

11.20 – 12.05

 

11.20 – 11.55

 

11.20 – 12.00

 

4

 

 

12.15 – 13.00

 

12.15 – 12.50

 

12.15 – 12.55

 

5

 

 

13.10 – 13.55

 

13.10-13.45

 

13.10 – 13.50

 

6

 

 

14.00 – 14.45

 

14.00 – 14.35

 

14.00 – 14.50

 

7

 

 

14-50 – 15.35

 

 


 
 
 
 
 

 



10.02.2021 | ნახვ. 96 | კატეგორია: 148