საერო სკოლა "ალბიონი"

ღონისძიებები

MAIN » ღონისძიებები

"სახიონი"

 სკოლა "ალბიონთან" არსებულმა ლიტერატურულ-მუსიკალურმა სტუდია "სახიონმა" (ხელმძღვანელი ნატა ცხატაძე) 2012 წლის ივნისში მაყუირებლებს წარუდგინა ქართულ ხალხურ მოტივებზე შექმნილი სპექტაკლი "თეთრი კლავიში, შავი კლავიში". მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს ქართული ლიტერატურისა და ფოლკლორის უდიდესი სიყვარული. მაყურებლები მოხიბლეს მაღალი საშემსრულებლო ხელოვნებით. 

იხილეთ ბმული

* * * 

საერთაშორისო კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

2012 წლის 13 მაისს "ალბიონის" X1 კლასის მოსწავლე ლევან მექერიშვილმა და XI3 კლასის მოსწავლე დავით ბრელიძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. მათ წარადგინეს მოხსენებები:

1. ლ. მექერიშვილი - ქიმია "ელემენტების მოგზაურობა კოსმოსიდან დედამიწამდე"

2. დ. ბრელიძე - ბიოლოგია "შინაგანი გარემოს მუდმივობა-ჰომეოსტაზი".

კონფერენცია ჩატარდა სკოლა-ლიცეუმ "მწიგნობართუხუცესში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

ლ. მექერიშვილი და დ. ბრელიძე დაჯილდოვდნენ დიპლომებით. 

* * * 

მეთორმეტეკლასელები განსაკუთრებული მონდომებით 

ემზადებიან გამოსაშვები გამოცდებისათვის

სკოლა "ალბიონის" მეთორმეტეკლასელები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან გამოსაშვები გამოცდებისათვის. მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში სკოლის ადმინისტრაციამ უზრუნველყო მათთვის, 8 საგანში, დამატებითი მეცადინეობა, სადაც მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე ყველა საგამოცდო საგანში მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, კონკრეტულ მასალაზე მუშაობა მიმდინარეობს.

* * * 

ინგლისური ენის ოლიმპიადა

Kings's  English 2012

კომპანია  „კინგსის“ მიზანია ინგლისურ ენაში თანამედროვე და საერთაშორისო დონის ოლიმპიადებს ჩაეყაროს საფუძველი.

სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული კომპანიის მიერ, მიმდინარე წელს ჩატარებულ ოლიმპიადაში.

მესამე ტურის შედეგებით საუკეთესო მოსწავლეთა ოცეულში მოხვდა „ალბიონის“ სამი მოსწავლე:

1.ანა იაშვილი - V2 კლასი

2.ხატია ჯეირანაშვილი - X2 კლასი

3.ნინო კუხიანიძე - XI2 კლასი

ოლიმპიადაში მოპოვებული გამარჯვებისათვის „კინგსის“ კომპანიამ სამივე მოსწავლე დააჯილდოვა სიგელებით. 

* * * 

2011-2012 სასწავლო წლის ქიმიის ეროვნული სასწავლო ოლომპიადის გამარჯვებულია სკოლა "ალბიონის" მე-10 კლასის მოსწავლე ლევან მექერიშვილი, რომელიც 2012 წლის აპრილში, საქართველოს სახელით, მონაწილეობას იღებს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში ყირგიზეთის დედაქალაქ ასკანაში. 

* * *

კონფერენცია 14-15 მაისი, 2011 წელი

„ალბიონის“ 7 მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში.

I ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ:

1.სალომე უსტარაშვილი - XII კლ. - ეთნოგრაფიის სექცია - „ზედაშე“ - შესაწირი ღვინო და „ბუდობის“ ერთობის სიმბოლო

2.ანზორ ილურიძე - XII კლ. - ეთნოგრაფიის სექცია -   „ საცხოვრებელი და საფორთიფიკაციო ნაგებობები სოფელ მარტყოფში“

3.ანა ალელიშვილი - IX კლ. - ფსიქოლოგიის სექცია - მშობლებისა და შვილების დამოკიდებულება გარდამავალ ასაკში

4.ნანა კიკაჩეიშვილი   - IX კლ. - ფსიქოლოგიის სექცია - კონფლიქტები (კონფლიქტების რაობა და მათი მართვა)

* * *

 კონფერენცია 2010 წლის 1-3 დეკემბერი

2010 წლის 1,2,3 დეკემბერს ჩატარდა სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეთა და მასწავლებელთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო VIII-XII კლასების 45 მოსწავლემ და სკოლის ფსიქოლოგმა ვ. გეწაძემ.

კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის მოსწავლეები და სკოლის ფსიქოლოგი დაჯილდოვდნენ "ალბიონის" სიგელით.

8 საუკეთესო ნაშრომი გაიგზავნა თბილისის მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მოსწავლეთა სასწავლო- შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობისათვის.

* * *

კონფერენცია

     სკოლა "ალბიონის"   XI კლასის მოსწავლეებმა ლ.მახარაშვილმა, ს. მახარაშვილმა და ლ. დოლენჯაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა 2011 წელს 30 აპრილს სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებების სამინისტროს მხარდაჭერით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები:

1.ქიმიური ელემენტები ადამიანის ორგანიზმში - ს. მახარაშვილი 

2.ბურუსით მოცული ყველაზე დიდი საიდუმლო (სქესის დიფერენცირება) - ლ. მახარაშვილი 

3.სითბური ძრავები და ეკოლოგია - ლ. დოლენჯაშვილი 

კონფერენციის მონაწილე სამივე მოსწავლე დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომებით.